„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ინსტაგრამზე 100 მლნ გამომწერზე ავიდა. კალათბურთელი მეხუთე სპორტსმენი გახდა, რომელმაც ეს ნიშნული დაიპყრო.
ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული სპორტსმენების სიაში პირველი კრიშტიანო რონალდოა (353 მლნ გამომწერი), მეორეა ლეო მესი (272), მესამე – ნეიმარი (162), მეოთხე – კრიკეტის მოთამაშე ვირატ კჰოლი (159).
თავისი 100 მლნ გამომწერით ლებრონ ჯეიმსი უფრო პოპულარულია, ვიდრე აშშ-ს 5 მთავარი ლიგა ერთად აღებული: NBA (60 მლნ), NFL (ამერიკული ფეხბურთი – 21.7), MLB (ბეისბოლი – 7.9 მლნ), NHL (ჰოკეი – 4.9 მლნ) და MLS (ჩვეულებრივი ფეხბურთი – 2 მლნ).
ლებრონი NBA-ის 4-გზის ჩემპიონია და ასევე 4-ჯერ გახდა ლიგის MVP.
მას 17-ჯერ უთამაშია ყველა ვარსკვლავის მატჩში და ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები.