LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ლე გატომ” რიგით მესამე ფილიალი გახსნა

325

ევროპული საკონდიტრო “ლე გატო” გაფართოვდა და ახალი ობიექტი გახსნა. როგორც ”ფორტუნას” საკონდიტროს წარმოების მენეჯერმა თამუნა ტოკლიკიშვილმა განუცხადა, ”ლე გატოს” ახალი ფილიალი ყაზბეგის გამზირზე 24 ნომერში განთავსდა და აქ 25 ადამიანი დასაქმდა.

”რაც შეეხება პროდუქციას, ყაზბეგის ფილიალში წარმოდგენილია ჩვენს დანარჩენ ობიექტებში არსებული ტკბილეული, პურ-ფუნთუშეული, თუ კერძები. გარდა ამისა, დაემატა იტალიური სამზარეულოც”, – აღნიშნა ტოკლიკიშვილმა და დასძინა, რომ ახალი ობიექტი ”ლე გატოს” რიგით მესამე ფილიალია და ის კაფე-რესტორნის კონცეფციისაა.

მისივე ინფორმაციით, ”ლე გატოს” პროდუქცია შექმნილია უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ფრანგული და ბელგიური ინგრედიენტებისგან.

”ჩვენ ზედმიწევნით ვზრუნავთ ხარისხზე. ვხვეწავთ გემოს და ვქმნით საინტერესო ვიზუალს. “ლე გატო” მომხმარებლს სთავაზობს განსხვავებული ასორტიმენტისა და უმაღლესი ხარისიხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. ხარისხის უპირატესობა ვლინდება თითოეულ დეტალში, დაწყებული საწარმოო პროცესიდან (დანადგარები, ტექნოლოგიები, რეცეპტურა) დამთავრებული თითოეული პროდუქტის შემადგენელი ინგრედიენტებით. მიუხედავად არსებობის მცირე პერიოდისა, თითოეული ამ დეტალის გაერთიანებით შესაძლებელი გახდა მაღალი ნდობისა და სიყვარულის მოპოვება მომხმარებელში”, – განმარტა კომპანიის წარმოების მენეჯერმა.

ევროპული საკონდიტრო “ლე გატო” დაარსდა 2012 წლის მაისში ქართველი და ებრაელი ინვესტორების მიერ. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება საკონდიტრო ხაზია, თუმცა მომხმარებელს ტორტებსა და ევროპული ქვეყნების კერძებსაც სთავაზობს.

 

15128750_1327161920650671_944757091_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები