LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვმა თალიბანის მთავრობის პირველ დიპლომატს რუსეთში აკრედიტაცია მისცა

210
BeFunky-collage

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „თალიბანის” მთავრობის პირველ დიპლომატს რუსეთში აკრედიტაცია მისცა.

ამის შესახებ თავად სერგეი ლავროვმა განაცხადა და აღნიშნა, რომ დიპლომატი მოსკოვში თებერვალში ჩავიდა.

“გასულ თვეში მოსკოვში ჩამოსულმა პირველმა ავღანელმა დიპლომატმა, რომელიც ახალმა მთავრობამ გამოაგზავნა, ჩვენს სამინისტროში აკრედიტაცია მიიღო”, – თქვა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვის თქმით, თალიბანის ახალი ადმინისტრაცია „მთლიანობაში ახერხებს სახელმწიფოს მართვას“.

ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი გასული წლის 15 აგვისტოს აღიდგინა მას შემდეგ, რაც დედაქალაქში შევიდა. მათ ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ლეგიტიმური ხელისუფლება მათ უბრძოლველად დანებდა და ძალაუფლება გადააბარა.

თალიბების მიერ ჩამოყალიბებულ მმართველობას საერთაშორისო საზოგადოება არალეგიტიმურად მიიჩნევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები