LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი: „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პროექტებს მივესალმები“

162
სერგეი ლავროვი

„ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან ურთიერთობები დაალაგონ, ასეთი დიალოგის მექანიზმები არსებობს, სადაც ჩვენც ვმონაწილეობთ. დასავლეთი, თავისი კაპრიზებით, ხელს უშლის საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის დიალოგს“, – აღნიშნულის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნდობის გამყარების მიზნით, მოსკოვი მიესალმება ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროექტს.

ლავროვმა ასევე ახსენა ნდობის აღდგენის მიზნით ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროექტი და თქვა, რომ მიესალმება ამას – „ეს ძალიან, ძალიან სასარგებლოა.“

„ე.წ. ჟენევის დისკუსიების დასავლელი მონაწილეები არიან ევროკავშირი, გაერო, ეუთო და აშშ, რომლებიც ცდილობენ, დიალოგის ეს ფორმატი გადააკეთონ უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მძევლად.

ეს უხერხული და არაპროფესიონალურია და ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ ამოცანებს კონკრეტულ რეგიონში ახორციელებენ საკუთარი პოლიტიკური წყენებისა და კაპრიზების შესაბამისად.“ – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს ვრცლად გაეცნობით:

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება – ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, არ შეუერთდეს სანქციებს, პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი

„დიახ, იყო 2008 წლის ამბავი, მაგრამ ისევ NATO-მ ითამაშა თავისი როლი – სააკაშვილს ემოციები „აეშალა“ და გადაწყვიტა, რომ მორჩა: ეს ინდულგენციაა“: სერგეი ლავროვი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები