LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი: აშშ კოსმოსში იარაღის განთავსებაზე მუშაობს

139
inx960x640

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო იარაღის განთავსება კოსმოსში და ამას არ აღიარებს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა ჟურნალ “რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში”.

სტატიის ელექტრო ვერსია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

“ვაშინგტონმა კოსმოსში იარაღის განთავსების გეგმის განხორციელება დაიწყო და დემონსტრაციული უარი თქვა იმ უნივერსალურ მორატორიუმზე, რომელიც ამგვარი საქმიანობის შესახებაა დადებული. უკვე შეინიშნება ამ კამპანიის დაწყების ნიშნები,” – განაცხადა ლავროვმა.

გასული წლის აგვისტოში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პენტაგონში გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალი საფრთხეების პირობებში აუცილებელი უზრუნველყონ კოსმოსში ამერიკის დომინირება. მისი თქმით, კოსმოსი მშვიდობიანი თუმცა ახლა ის გადატვირთული და დაპირისპირებების შემცველია.

პენტაგონში გამოსვლამდე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა – “თავდაცვის დეპარტამენტის დღევანდელი ანგარიში გადამწყვეტი ნაბიჯია ჩვენი შეიარაღებული ძალების მეექვსე დანაყოფის: კოსმოსური ძალების ჩამოყალიბებისაკენ: შევქმნათ აშშ-ის კოსმოსური სარდლობა; შევქმნათ ელიტური კოსმოსური ოპერაციების ძალები; შევქმნათ კოსმოსური განვითარების სააგენტო; შევქმნათ და განვავითაროთ აშშ-ის კოსმოსური ძალები.

პენტაგონს სამხედრო კოსმიური ძალების შექმნა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაავალა. ტრამპის თქმით, აშშ-ს კოსმოსური ძალები, შეიარაღებული ძალების ნაწილი იქნება და მნიშვნელოვან როლსაც შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები