LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლავასოღლი“ თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს – რას ამბობს ე.წ კანონიერი ქურდის ადვოკატი

261
a1592729114

ე.წ კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი” თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს. ის ამჟამად ბელორუსიაში საემიგრაციო პატიმრობაშია და ჯერ უცნობია სად მოხდება მისი გადაყვანა.

ადვოკატი აცხადებს, რომ ექსტრადაციისთვის თურქეთში არსებობს გარკვეული ვადები.

როგორც უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ განაცხადა, თურქეთის მხარემ გადაწყვეტილება „ლავასოღლის” ოჯახის წევრების აქციებისა და კონსულთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

„პარასკევს გამოუშვეს ციხიდან და რამდენიმე საათი მისცეს დრო, რომ თურქეთის ტერიტორია დაეტოვებინა. იმ დროს მხოლოდ ბელორუსის მიმართულებით ხორციელდებოდა რეისი და ის ბელორუსიაში საემიგრაციო სამსახურში იმყოფება. ახლა ველოდებით სად მოხდება მისი გადაყვანა და ამაზეა დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა აქციები”,-განაცხადა ბაკურიძემ.

„ლავასოღლი” ქურდული სამყაროს წევრობისთვის არის გასამართლებული, მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მინდია გორაძე იგივე “ლავასოღლი”, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, გასული წლის ოქტომბერში დააკავეს.

მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით ბათუმში აქციები რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები