LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატვიური Raf-Avia Airlines საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა

67
214366663-10227273260036433-6069058334953703278-n-1024x473

ლატვიურმა Raf-Avia Airlines-მა საქართველოს ავიაბაზარზე ერთჯერადი ჩარტერული რეისებით ოპერირება დაიწყო. სააგენტო „ავიანიუსის“ ინფორმაციით, საქართველოში RAF-Avia-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Aero Georgia Group-მა ორგანიზება უკვე გაუკეთა პირველ ჩარტერულ ფრენას და საფეხბურთო კლუბი „გორის დილა“ სლოვაკეთში ჩაიყვანა, სადაც ქართული გუნდი სლოვაკურ კლუბ “ჟილინას” 8 ივლისს დაუპირისპირდება.

ფეხბურთელები გუშინ Raf-Avia Airlines-ს ჩარტერული რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრნენ.

როგორც Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური განმარტავს, Aero Georgia Group-სა და Raf-Avia Airlines-ს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ავიაკომპანიის სულ მცირე 1 საჰაერო ხომალდი საქართველოში იყოს ბაზირებული.

ცნობისთვის, RAF-Avia ემსახურება როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო გადაზიდვებით ისეთ გლობალურ კომპანიებს, როგორებიცაა: TNT, DHL, UN, ACS და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები