LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატვიაში რუსულ ტელეკომპანია Дождь-ს მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვეს

131
დოჟდი

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებელ რუსულ ტელეკომპანია Дождь-ს მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვეს. ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეზე, ივარს აბოლინშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლატვიაში ტელეკომპანია „დოჟდი“ 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს – არხის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება

ლიცენზიის გაუქმების ფორმალურ მიზეზად ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნა სახელდება. Дождь-ის ლიცენზია 8 დეკემბრიდან შეუწყდება.

როგორც ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულ საბჭოში აღნიშნავენ, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ვერ გააცნობიერა ვერც ცალკეული დარღვევის სიმძიმე და ვერც დარღვევების ერთობლიობის სიმძიმე.

ტელეკომპანია თავდაპირველად ეთერში რუკის ჩვენებისთვის, რომელზედაც ყირიმი რუსეთის ტერიტორიის ნაწილად ჩანდა, ასევე რუსეთის არმიის “ჩვენ არმიად” მოხსენიებისთვის 10 000 ევროთი დააჯარიმეს. შემდეგ კი გადაცემის Здесь и сейчас პირდაპირ ეთერში, გადაცემის წამყვანის, ალექსეი კარასტელიოვის მიერ რუსი სამხედროების მხარდამჭერი განცხადების გაჟღერებისთვის.

მომხდარის შემდეგ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ეკატერინა კოტრიკაძემ კარასტელიოვის განცხადებების გამო რედაქციის სახელით ბოდიში მოიხადა და მაყურებლებს მისი გათავისუფლებების შესახებ აცნობა.

რუსეთში დამოუკიდებელმა ტელეკომპანია Дождь-მა 3 მარტს მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. 1 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურამ ლიბერალური რადიოსადგურ Эхо Москвы-სდა დამოუკიდებელი გამოცემის, Дождь-ის წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. 2 მარტს კი Дождь-ის თანამშრომელთა ნაწილმა, მათ შორის გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ რუსეთი დატოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები