LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატვია უარს ამბობს რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებაზე, რომლებიც გამოცხადებულ მობილიზაციას თავს აარიდებენ

52
Untitled design

რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც გამოცხადებულ მობილიზაციას თავს აარიდებენ, ლატვია ვიზებს არ მისცემს.

პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და გადაწყვეტილების მიზეზს ხსნის.

„უსაფრთხოების მიზეზების გამო, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ და სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თავს არიდებენ მობილიზაციას. ასევე, არ იცვლება 19 სექტემბრიდან შემოღებული შენგენის ვიზებით რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვები“, – წერს ედგარს რინკევიჩი სოციალურ ქსელში.

 

 

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

განკარგულების მიხედვით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება და უპირველესად მათ, ვისაც უმსახურია შეიარაღებული ძალებში, აქვს გარკვეული რაიმე სპეციფიკური სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

განკარგულებამ რუსეთის მოსახლეობის ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია და რუსეთის დიდ ქალაქებში აქციები დაიგეგმა.

ამავე თემაზე ვრცლად:

რისთვის დაიღუპება ათასობით მამაკაცი? პუტინის სასახლისთვის? – რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციების ჩატარებას გეგმავენ

პოდოლიაკი: „სამდღიანი“ ომის 210-ე დღე, რუსებმა მიიღეს – მობილიზაცია, ჩაკეტილი საზღვრები და ციხე დეზერტირობისთვის, ცხოვრებას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს

პუტინი: ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ მოვლენები, შესაძლოა, მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები