„ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ დავით კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეიმურაზ სიხარულიძემ გამოაცხადა.
ჟურნალისტები მოსამართლის გადაწყვეტიელბას, რომლის მიხედვითაც დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა, ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენენ.