სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს,რომელშიც, სავარაუდოდ, გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ფიგურირებს,შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გამოეხმაურა.
მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა,თუმცა განაცხადა,რომ ”რაც საჭიროდ ჩაითვლება,განმარტებები გაკეთდება.ასევე, რაც მიზანშეწონილია, რომ გასაჯაროვდეს, პრესსამსახური ოპერატიულად აკეთებს განმარტებას”.
დღეს გავრცელდა ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, ლაშა თორდია ხელში იარაღით არის ასახული. შს სამინისტროს ინფორმაციით, ვიდეომასალა 2016 წლის 24 დეკემბერს ერთ-ერთ ბარშია გადაღებული, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.