LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა თორდიას აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭეს – რას წერს აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი

79
BeFunky-collage (2)

აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ ლაშა თორდიას აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭეს. ინფორმაციას ამის შესახებ თორდია თავად ავრცელებს.

„ოთხწლიანი პროცესის ბოლოს მომენიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი!“ – წერს თორდია.

ლაშა თორდიამ, რომელიც გენერალური აუდიტორის პოსტს იკავებდა, 2017 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს.

წელიწად-ნახევრის შემდეგ, პროკურატურამ ლაშა თორდია დაზარალებულად ცნო.

ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარუდგინა. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-5000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ლაშა თორდიამ 2021 წელს “შაბათის ფორმულასთან” განაცხადა, რომ საქართველოში მას დევნიდნენ, ემუქრებოდნენ მისი და მისი ოჯახის სიცოცხლით, რის გამოც ქვეყნის დატოვება მოუწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები