LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა თორდია არ გამორიცხავს, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში იჩივლოს

119

ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია არ გამორიცხავს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იჩივლოს.

როგორც თორდიამ განაცხადა, ის ჯერჯერობით გონივრულ და არაგონივრულ ვადებში ელოდება, დაინტერესდება თუ არა ახალი მთავარი პროკურორი მისი საქმით.

“გონივრულ და არაგონივრულ ვადებსაც ველოდები, რომ რაღაც ფორმით რაღაც შედეგებამდე მივიდეთ. არის სხვადასხვა მექანიზმები, რომლებსაც გავდივარ ჩემს უფლებადამცველებთან ერთად, მაგალითად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მივმართოთ, ან სხვა რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტს იმისთვის, რომ რაღაც ზემოქმედება მოვახდინოთ ამ პროცესზე. შეუძლებელია ასე ჰაერში იყოს გამოკიდებული ეს საქმე. ეს საქმე ასე არ დასრულდება, ასე არ შეიძლება ყველაფერი გაქრეს. მივმართავთ ყველა მექანიზმს, რაც შეიძლება სამართლებრივ ფარგლებში მოხდეს,“ – განაცხადა თორდიამ.

ყოფილი გენერალური აუდიტორი მზადყოფნას გამოთქვამს, გამოძიებასთან ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს.

ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე რამდენიმე თვის წინ ერთმანეთს ღამის კლუბ “ელ ცენტროში“ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები