Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ლაშა ტალახაძეს და ლაშა ბექაურს ვარსკვლავები გაუხსნეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ტალახაძეს და ლაშა ბექაურს ვარსკვლავები გაუხსნეს

65
Screenshot 2021-10-06 133208

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებს – ლაშა ბექაურსა და ლაშა ტალახაძეს ვარსკვლავები გაუხსნეს.

საზეიმო ცერემონიალს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, ქართველი სპორტსმენები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე და მოვიპოვე ეს ოლიმპიური ვარსკვლავი. თავიდან, სანამ ოლიმპიადაზე წავიდოდი, როცა აქ მოვედი, რაღაც მიუწვდომელი ჩანდა ეს ყველაფერი, მაგრამ მოკლე დროში მოვახერხე და ჩემი სურვილი ასრულდა. როგორც აქამდე ვთქვი, ვეცდები, რომ ის 4 ოლიმპიური ოქრო მოვიგო, რაც რეკორდისთვის არის საჭირო. ვარჯიში უკვე განვაახლე, მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატია და 3 წელში ისევ ოლიმპიადა იქნება, სადაც ვეცდები, რომ ჩვენი ხალხი კიდევ გავახარო”, – თქვა ლაშა ბექაურმა.

ამასთან, შესაბამისი წარწერა დაემატა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს, რომელმაც ზედიზედ მეორე ოლიმპიური თამაშები მოიგო (2016 და 2021 წლებში).

ღონისძიების ფარგლებში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-მონაწილეთა ასპარეზობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.

შეგახსენებთ, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ფინალურ შეხვედრაში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ლაშა ტალახაძემ კი, ძალოსნობის ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში მეორედ მოპოვებულ ოლიმპიურ ჩემპიონობასთან ერთად, სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები