LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე 3 მუხლით აღიძრა – „მთავარი არხი“ ტელეწამყვანთან თანამშრომლობას წყვეტს

2411
ლაშა ნაკაიძე 22

სამართალდაცველებმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით  „მთავარი არხმა” გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მთავარი არხი” გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად “მთავარი არხის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, “მთავარი არხი” ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას” – აღნიშნულია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ მომხდართან  დაკავშირებით განუცხადეს, რომ ნაკაიძეს ბრალად ედება ძალადობა, გაუპატიურების მცდელობა და მუქარა ოჯახის წევრის მიმართ.

კერძოდ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა), 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მუქარა) მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები