LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ხუციშვილი რიჩარდ ნეფიუს შეხვდა

117
11

საქართველოს ფინანსთა მინისტრი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს შეხვდა.

ლაშა ხუციშვილმა რიჩარდ ნეფიუს მადლობა გადაუხადა იმ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უწევს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია, გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის რეგიონული გუნდის ხელმძღვანელი კრის ფრესონკე, აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი სარა რუპერტი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე (აშშ-ის საელჩო საქართველო) ალან პერსელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები