Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

110
ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას და ბანკის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

შეხვედრას, რომელიც ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილაში აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისში გაიმართა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძეც დაესწრო.

მხარეებმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები და ბანკის მიერ ქვეყანაში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 2-5 მაისს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე.   

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელ სამუშაოებს და გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყანა ამ მასშტაბურ ღონისძიებას წარმატებით უმასპინძლებს.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს აზიის განვითარების ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას განავითაროს მწვანე და ინკლუზიური ეკონომიკა. სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონულ თანამშრომლობასა და ინტეგრაციას, ასევე კერძო სექტორის ხელშეწყობას, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კლიმატის ცვლილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები