ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს შეეხო.
მხარეებმა, ასევე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ფინანსთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.