LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა კერვალიძე: „სიმღერის აკადემია“ ჯერ ქუთაისში გავხსენით და ამ ქალაქს ვალი დავუბრუნეთ, ახლა კი მსურველებს თბილისში ველოდებით ქართული სიმღერის შესასწავლად…“

1406
ლაშა კერვალიძე

„სიმღერის აკადემიამ“, რომელიც ცნობილმა მომღერლებმა, ლაშა კერვალიძემ, ირაკლი აბჟანდაძემ („თეატრალურის კვარტეტი“), ნოდიკო მეტრეველმა (შვიდკაცა“), ლევან ქუთათელაძემ (ტრიო „ბალადა“) და ირაკლი სირბილაძემ („ჩვენი კვარტეტი“) დააარსეს, 2019 წელს სტარტი ჯერ ქუთაისში აიღო, იქ მიღწეული დიდი წარმატების შემდეგ კი ფილიალი თბილისშიც გაიხსნა. 1-ლი ოქტომბრიდან მიღება უკვე თბილისის ფილიალშიც გამოცხადდა.

„თეატრალურის კვარტეტის“ წევრი, ლაშა კერვალიძე გვიყვება „სიმღერის აკადემიისა“ და მისი მიზნების შესახებ: 

„სიმღერის აკადემია დაარსდა ქუთაისში 2019 წელს. მიზანი და მიზეზი იყო ის, რომ მათ, ვინც ქუთაისში ვისწავლეთ ქართული სიმღერის სიყვარული, ვალი დაგვებრუნებინა ამ ქალაქისთვის და შეგვექმნა ისეთი სტუდია, სადაც ბავშვები ისწავლიდნენ იმას, რაც ჩვენ გვაკლდა პატარაობისას. აკადემიაში არის კომპლექსური სწავლება და ბავშვები თუ მოზარდები შეისწავლიან ქართულ ხალხურ და ქალაქურ სიმღერას,  გალობას, საგუნდო მუსიკას, მეტყველების კულტურას და ვოკალის საფუძვლებს. აკადემიაში გვყავს მოწვეული კვალიფიციური პედაგოგები. მოსწავლეებს კვირაში სამი დღე აქვთ მეცადინეობები. „სიმღერის აკადემიასთან“ არსებობს გიტარის შემსწავლელი კლასი და ასევე იგეგმება ინდივიდუალური გაკვეთილების ჩატარება სოლო მომღერლებისთვის.

როგორც ვიცი, „სიმღერის აკადემია“ უკვე თბილისშიც მოქმედებს… 

2023 წლის 1-ლი ოქტომბრიდან უკვე თბილისშიც გაიხსნა „სიმღერის აკადემია“ და იწვევს ბავშვებსა და მოზარდებს 6-დან 18 წლამდე სიმღერის შესასწავლად.

რა მიმართულებით მუშაობთ მოზარდებთან?

ზოგადად, არის მეტყველების თუ სწორად სიმღერის პრობლემა, ქართული სიმღერის შესრულებისას და ასევე მთავარია სწორი გემოვნების ჩამოყალიბება,  ქართული სიმღერის პოპულარიზაცია. ეს მიზნები გვაქვს დასახული…

თავად თუ ხართ ჩართული მეცადინეობებში?

ჩვენც ვართ ჩართულები და ვატარებთ მეცადინეობებს. ჩვენს აკადემიაში მასტერკლასებს სხვადასხვა ცნობილი მომღერალი თუ კომპოზიტორი ატარებს„. სიმღერის აკადემია“ რაღაც პერიოდულობით მართავს სოლოკონცერტებს ჩვენი მოსწავლეების მონაწილეობით. ხშირად ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალსა თუ შერეულ კონცერტში.

აკადემიის ოფიციალური გვერდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები