LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა დამენია: ექიმების დასკვნამ ნათელყო, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციურ სამედიცინო კლინიკაში გადაყვანა

59
ლაშა დამენია

„ქართული ოცნება“ თავისი ამაზრზენი ქმედებებით არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ სრულიად საქართველოს ღირსებას აყენებს შეურაცხყოფას,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი მოსაზრებით, პრეზიდენტ სააკაშვილის კრიმინალების დახმარებით, გლდანის ციხეში გადაყვანა, „ქართული ოცნების“ მიერ მისი დამცირებისა და შეურაცხყოფის საშუალება იყო.

„მაგრამ სინამდვილეში ამით ხელისუფლებამ  ქვეყნის ღირსებას მიაყენა შეურაცხყოფა და გაახარა, როგორც შიდა, ასევე გარე მტრები. ექიმების დასკვნამ ნათელყო, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კვალიფიციურ სამედიცინო კლინიკაში, სადაც უნდა გაგრძელდეს მისი სრულფასოვანი მკურნალობა,“ – განაცხადა ლაშა დამენიამ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის თანახმად, გლდანის ციხის კლინიკა შეუსაბამოა ისეთი კრიტიკული პაციენტის სამკურნალოდ, როგორიც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები