ქეთევან წამებულის ქუჩაზე დაღუპულთა ოჯახის წევრები უკვე თბილისში არიან და გარდაცვლილების გადასვენებას ელოდებიან. ტრაგედიას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ასაკით ყველაზე პატარა ლაშა კობახიძეა, რომელიც 18 წლის იყო. ის რამდენიმე თვის წინ სოფელ არგვეთადან თბილისში სამუშაოდ მეგობარმა წამოიყვანა. ახლობლების განცხადებით, ახალგაზრდა რაიონში სამსახურს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. ამის შესახებ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი მანანა კვენეტაძე წერს.
“დღეს თბილისში დაღუპულ 7 ახალგაზრდა კაცს შორის, ყველაზე პატარა, 18 წლის- ლაშა კობახიძე ზესტაფონიდან ლუკმა- პურის საშოვნად ჩამოვიდა დედაქალაქში. უკან კი, ვეღარასოდეს დაბრუნდება…??
მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ რა ბედენაა? კარგად შეხედეთ, დააკვირდით ვისზე? ვის შვილზე ნაკლებია? აღნაგობით, ჩაცმის კულტურით, დგომა- გამოხედვით, ნამდვილი ‘პრინცი”.! ზნეობა – პასუხისმგებლობა რომ მაღალი და შესაშური ჰქონდა ამას, პატარა ასაკიდან ოჯახის სარჩენად, შესაშველებლად მისგან აღებული ვალდებულებაც ადასტურებს ….
ვინ მოთვლის, რამდენი ოცნება და ფიქრი მოუკლა, გაუნადგურა სამშობლომ…. რომლისგანაც ბევრს არაფერს ითხოვდა,? – მომეცით საშუალება ვიშრომო- ოფლი ვღვარო, ვისწავლო- ღამეები ვათენო, ოჯახსაც გამოვადგე და სამშობლოსაცო!
ლაშა, არ დაიდარდო, იქნებ დღეს, აქაურ მიწიერ ცხოვრებას, შენი ზეციური სჯობს! უცოდველს, უფალი მიგიღებს და გიპატრონებს! ”