LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის სიმბოლოს გამოყენება Microsoft-ის სისტემაში უკვე შესაძლებელია

210

ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის სიმბოლოს გამოყენება Microsoft-ის სისტემაში უკვე  შესაძლებელია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, უნიკოდში რეგისტრაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ ლარის სიმბოლო Microsoft-ის ოპერაციულ სისტემებში გამოჩნდა.

ლარის სიმბოლოს გამოყენება უკვე შესაძლებელია როგორც Microsoft Windows 7-ის ასევე 8 და 10 ვერსიაში.

სიმბოლოს უნიკოდის ცხრილებში მინიჭებული აქვს კოდი 20BE და Windows-ის ოპერაციულ სისტემებში ქართული კლავიატურის განლაგების (KA) Shift+L ღილაკების კომბინაციით გამოიყენება.

Windows 7, 8 და 8.1 ვერსიებისთვის, შესაბამისი განახლების გადმოწერა Microsoft-ის ოფიციალური ვებგვერდიდან არის შესაძლებელი (KB 3102429):

https://support.microsoft.com/en-us/kb/3102429#bookmark-hotkey

ქართულ ფულს – ლარს თავისი სიმბოლო 2014 წლიდან აქვს. ლარის სიმბოლოს კონცეფცია ეფუძნება ქართული მხედრული ანბანის ასონიშან ლასს. ერთთავიანი, მარტივი ლასის რკალზე ორი პარალელური ხაზის ჩამოსმით სამთავიანი, სრული ლასის სტილიზებული გამოსახულება მიიღება.

ლარის სიმბოლოს სწორად ადაპტაციის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა “ლარის სიმბოლოს დანერგვის პრინციპები და დამხმარე სახელმძღვანელო” . ასევე შემუშავდა სპეციალური შრიფტი – “Lari Symbol”, რომელიც მოიცავს 50-ზე მეტ სხვადასხვა შრიფტების შესაბამისად სტილიზებულ ნიმუშებს, რომელთა ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან – www.lari.gov.ge .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები