LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის კურსთან დაკავშირებით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დახურული შეხვედრა მიმდინარეობს

89
ლარის კურსთან დაკავშირებით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დახურული შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობისგან და ეროვნული ბანკისგან ინფორმაციას მიიღებენ.
,,ეს არის სამუშაო შეხვედრა. ყოველგვარი აჟიოტაჟი მემგონი ზედმეტია. შოუს ელემენტებიც გამორიცხულია, რადგან დახურილი შეხვედრაა. იქნება ინფორმაცია ეროვნული ბანკიდან და მთავრობიდან მხოლოდ ლარის კურსთან და მათ მიერ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქარაძეც ესწრება.
,,ჩვენ გვექნება იმ სიტუაციის განხილვა, რა სიტუაციაშიც ახლა ვართ. ეროვნული ბანკი ყოველთვის მზად არის ლარის კურსთან დაკავშირებით ასეთი კონსტრუქციული განხილვებისთვის ნებისმიერი შემადგენლობით”, – აღნიშნა გიორგი ბაქრაძემ.
ლარის კურსთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეები და უმცირესობის წევრები ესწრებიან.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები