LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის გაუფასურებაზე ეროვნული ბანკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

36

“დღეს სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით”, – ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ბანკის ინფორმაციით, ვალუტის მკვეთრი ცვლილება მოსახლეობაში წარმოქმილი მოლოდინების დამსახურებაა. ეროვნული ბანკი გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას ელოდება.

“გასული თვის მანძილზე გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ – დოლარის ინდექსმა ყველაზე მაღალ მნიშვნელობას მიაღწია 2003 წლის მერე.

ამას დღეს დაემატა მოსახლეობაში წარმოქმნილი მოლოდინები, რომელთა გამოც მკვეთრად გაიზარდა აჟიოტაჟური მოთხოვნა აშშ დოლარზე. ჩვენი აზრით, ამჟამად ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადაცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს.

შესაბამისად, ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას.

ამდენად, ბაზარზე დღეს არსებული აშშ დოლარის ფასი არის გადაჭარბებული და მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ვურჩევთ ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც დიდი ალბათობით მათვე დააზარალებს”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები