LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის დევალვაციის შედეგად მიყენებული ზარალი მხოლოდ ერთ კომპანიას აუნაზღაურდა

30

ლარის დევალვაციის კომპენსირება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე მხოლოდ ორმა კომპანიამ მოითხოვა. მათგან სამინისტრომ, მხოლოდ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამის შესახებ ”ფორტუნას” ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს.

საქმე ეხება 2015 წლის 29 აპრილს „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“  შესახებ ბრძანებაში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომაპენიებს, რომლებიც ლარის დევლავაციის გამო დაზარალდნენ, შეღავათებით უნდა ესარგებლათ.

ამასთან, როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტეს, სამინისტროს წინაშე დაისვა მოთხოვნა ხელშეკრულების გაზრდის თაობაზე კიდევ რამდენიმე შემთხვევაში, თუმცა აღნიშნული შემთხვევები არ ექცეოდა წესის რეგულაციებით გათვალისწინებულ პირობებში და შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულების გაზრდის საკითხი არ განხილულა.

უწყებაში არ აკონკრეტებენ კომპანიებს, რომლებაც ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული მოთხოვნით მიმართეს.

„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“  შესახებ ბრძანებაში ცვლილება გასული წლის გაზაფხულზე შევიდა. მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებს, რომლებიც ლარის დევლავაციის გამო დაზარალდნენ, შეღავათები უნდა დაწესებოდათ.

როგორც მაშინ კვირიკაშვილმა განაცხადა, ძალიან ბევრ პროექტს და კომპანიას შეექმნა საფრთხე იმისა, რომ ძველი გამოცხადებული ფასებით ვერ შეძლებდნენ არსებული პროექტების დასრულებას. ამიტომ, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გამოეყენებინა ის 10%-იანი ლიმიტი, რომელიც კანონქვემდებარე აქტით არის გათვალისწინებული. ასევე ის შემთხვევები, როდესაც შესყიდვების დროს გაუფასურების ეფექტი აღწევს 10%-ზე მეტს, ან უცხოურ ვალუტაში შესყიდვების უფრო მეტი კომპონენტია,  – უნდა შექმნილიყო უწყებათაშორისი კომისია და ფინანსთა სამინისტროს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და შემსყიდველი ორგანიზაციებს ერთობლივად უნდა განეხილათ ეს საკითხი. შესაბამისად, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ასრულებდნენ ამგვარ სამუშაოებს, კომპენსირებული უნდა ყოფილიყო დევალვაციის ეფექტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები