LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის ახალი კუპიურების ფინანსთა მინისტრის ხელმოწერის გარეშე გამოშვება ნოდარ ხადურს დისკომფორტს არ უქმნის

313

ლარის ახალი კუპიურების ფინანსთა მინისტრის ხელმოწერის გარეშე გამოშვება ნოდარ ხადურს დისკომფორტს არ უქმნის.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ეროვნული ბანკის მხრიდან ინფორმირებული არ იყო იმის შესახებ, რომ ლარის ახალ კუპიურებზე მისი ხელმოწერა აღარ იქნება,თუმცა ეს მას დისკომფორტს არ უქმნის.

„სიმართლე გითხრათ, კუპიურები ძალიან მომწონს. ის, რომ მათზე ხელს აწერს მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ამას ჩემთვის დისკომფორტი არ შეუქმნია. მე ვიცი ქვეყნები, სადაც ფინანსთა მინისტრიც აწერს ხელს. ვიცი ქვეყნები, სადაც მხოლოდ ფინანსთა მინისტრი აწერს ხელს კუპიურაზე, მათ შორის, აშშ-ში კუპიურაზე ხელს აწერს ფინანსთა მინისტრი და ხაზინის უფროსი, მაგრამ ეს იქ არის ეროვნული ბანის კომპეტენცია. ეროვნულ ბანკში მკვეთრად განსაზღვრეს, რომ ლარის ემისიაზე ერთადერთი პასუხისმგებელი ორგანო არის ეროვნული ბანკი და სწორედ იმას ნიშნავს ის, რომ მასზე ერთადერთი ადამიანის ხელმოწერაა”,- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ლარის 20, 50 და 100-იანი კუპიურები ბაზარზე თებერვლიდან გამოჩნდება.

აქამდე დაბეჭდილ ლარის კუპიურებს ფინანსტა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აწერდნენ ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები