LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი კვლავ უფასურდება – რამდენით დაეცა ბოლო კვირაში ეროვნული ვალუტა?

85

ლარი დღეს დოლარისა და ევროს მიმართ კვლავ გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ხვალიდან 2. 4899 ლარი იქნება. ერთი ევროს ღირებულება კი 2.7098 ლარი.

გუშინ ერთი დოლარის ღირებულება 2,4773 იყო. ხოლო ერთი ევროს შეძენა 2, 6995 ლარად შეგეძლოთ.

ერთ კვირაში ლარი 0.0528 პუნქტით დაეცა. ჯერ კიდევ წინა კვირას ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 2.4371 ლარი იყო.

დღეს, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით კომენტარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააკეთა და განაცხადა, რომ ლარის დაცემის მიზეზი კონკრეტული გარიგებები და მოლოდინებია. მისი თქმით, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ლარის გამყარების ტენდენცია დაფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები