3 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 7.04 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1524 ლარი გახდა.
ეროვნული ვალუტა გამყარდა ევროსთან მიმართებითაც 8.13 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8425 ლარი გახდა.
ცნობისთვის, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან, 4 ივნისიდან შევა.