LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი დოლარის მიმართ კიდევ 3 თეთრით გაუფასურდა

138
thumb

ბოლო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლარის მიმართ კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8791 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8470 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0321 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2758 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2356 ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

Bloomberg-ზე 1 დოლარი უკვე 2,86 ლარად ივაჭრება

დიდი ალბათობით ლარი დღესაც გაუფასურდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები