ცნობილი ჰოლანდიელი მოდელის, ლარა სთოუნის ახალმა ფოტოსესიამ, რომელიც ჟურნალ Lui Magazine-ისთვის გადაიღეს, ნამდვილი ფურორი გამოიწვია. 31 წლის მოდელმა ფოტოები წელსზევით შიშველმა გადაიღო და მთლიანად გაიმეორა ბრიჯიტ ბარდოს 60-იანი წლების ცნობილი ფოტოსესია.
ვარცხნილობითა და მაკიაჟით ლარა ერთი ერთში იმეორებს 60-იანი წლების სექს-სიმბოლოს იმიჯს. კიდევ უფრო სექსუალურია საძინებელში გადაღებული ფოტოები, რომელსაც მკითხველი ჟურნალის საახალწლო ნომერში იხილავს.