ახალი ფილმი ლარა კროფტის შესახებ, მარტის ერთ-ერთი მთავარი პრემიერაა. რამდნეიმე დღის წინ, ალისია ვიკანდერი ახალი ფილმით ლონდონს ესტუმრა.
წითელ ხალიჩაზე 29 წლის ვარსკვლავი „ლუი ვუტონის” გრძელ კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა, მსახიობმა ჭრელ კაბას სამკაული და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
ფოტოკამერები არამარტო ვიკანდერის, არამედ მაიკლ ფასბენდერისკენაც იყო მიმართული, რომელიც იმ საღამოს მეუღლეს გვერდიდან არ მოშორებია. მსახიობი თავს „ბარბერის” პიჯაკში იწონებდა.
წითელ ხალიჩაზე ასევე ერთ-ერთი როლის შემსრულებელი, კრისტინ სკოტ ტომასი და რეჟისორი როარ უტჰაუგი გამოჩნდნენ.