Land Rover-მა ვიქტორია ბექჰემის პრეზენტაცია გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ მისის ბექჰემმა მსოფლიოს ლიმიტირებული – Range Rover Evoque VB წარუდგინა. ხოლო, როგორც მოგვიანებით კომპანიაში განაცხადეს, მომღერალმა თავის თავზე ძალიან ბევრი აიღო და სინამდვილეში დიზაინის შექმნაში მან არც თუ ისე დიდი როლი შეასრულა.
პრეზენტაციაზე ვიკიმ განაცხადა, რომ ავტომობილის დიზაინი დამოუკიდებლად შექმნა და ყველაფერი ისე გააკეთა, რომ ახალი მოდელი მის მეუღლეს მოსწონებოდა. სწორედ ამიტომ, Land Rover-მა ვიქტორიასთან თანამშრომლობა სამუდამოდ გაწყვიტა.