LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Land Rover–ის კლასიკური ვერსია გამოსვლიდან სამ დღეში სულ გაიყიდა

41
ladrover30435

კომპანია Land Rover–ს სულ სამი დღე დასჭირდა იმისთვის, რომ კლასიკური Defender–ის სპეც–ვერსია გაეყიდა. 25 ეგზემპლარისგან შემდგარი ტირაჟი უნიკალურია, ავტომობილი ბეზინის 5,0 ლიტრის მოცულობის V8 ძრავითაა დაკომპლექტებული. ეს არის კლასიკური ვერსია, რომლის სერიული წარმოებაც 2015 წლიდან შეჩერდა.

Land Rover Defender Works V8 Trophy–ის საფუძლვად 2012 წლის ყველგანმავალი იქცა. კაპოტის ქვეშ 405 ძალის ატმოსფერული V8 ძრავია განთავსებული. აგრეგატი 8–სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

სპეც–ვერსიის განმასხვავებელი ნიშნებია – ღია ყვითელი ფერი, რეტროს სტილში შესრულებული რადიატორის ბადე და ძველი დეკორი. სალონში ექსკლუზიური საათი Elliot Brown–ია განთავსებული, ასევე განსაკუთრებული სავარძელი Recaro და მედიასისტემა Classic infotainment.

Land Rover Defender Works V8 Trophy-ის მინიმალური ფასი 195 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო, რაც საბაზისო Defender–ზე ლამის 5–ჯერ უფრო მეტია. მიუხედავად ამისა, 25 ავტომობილი ზუსტად 72 საათში გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები