LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა პაპიძემ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

92

მაგდა პაპიძის პროცესი ბრალდებულის დამ პროტესტის ნიშნად დატოვა. ლანა პაპიძემ გამომძიებლის განცხადება გააპროტესტა, რომლის თანახმადაც 22 დეკემბერს მას ბრალდებულის დამ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. გამომძიებლის ნუგზარ ნათელაშვილის თქმით, პაპიძეს „საქმის დეტალები და მათ შორის, ოქროულობის ბედი აწუხებდა“.

თავად ლანა პაპიძემ კი განაცხადა, რომ გამომძიებელმა თავად დაურეკა, ოქრო კი არ მოუთხოვია. ამის შემდეგ ბრალდებულის დამ დარბაზი დატოვა.

ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის 19 დეკემბერს გარდაცვლილები იპოვეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი მაგდა პაპიძემ მოკლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები