მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე ამბობს, რომ ოთარ ბერძენიშვილს ლევან და დავით ბერძენიშვილები მფარველობენ.
ლანა პაპიძე: სანამდე დაიმალება ზოგიერთი?
– ვის გულისხმობთ?
– ვინც არ გამოჩენილა, აგერ ოთხი თვეა. რა ცოდვა აქვს ასეთი მოსანანიებელი მონასტერში ოთო ბერძენიშვილს? ვიცი, ვინც მფარველობს მაგას… ბერძენიშვილები.
– რესპუბლიკელ ძმებ ბერძენიშვილებს გულისხმობთ?
– დიახ, ასეთი ინფორმაცია მოგვივიდა… არავინ ისე არ დატოვებს ამას. ჩამოვა ის მონასტრიდან და დადგება ჩემს წინ, ჩემი ოჯახის წინ… ჩემს სიძე დიდი წონა ჰქონდა ყველგან. ასეთი ბიჭის ცოლს საყვარელი ჰყავდა, თურმე 24 საათი მასთან იყო და ომარმა ეს ყველაფერი არ იცოდა?! კიდევ კარგი, ეს გაბრიჩიძე, მოსამართლე დადებითად არის მაგდას მიმართ განწყობილი, შევატყვე. აცილებები, რაც მივეცით კანდიდატებს, ყველაფერი დააკმაყოფილა და ძალიან კმაყოფილი ვარ..
აღნიშნულთან დაკავშირებით „რესპუბლიკურ პარტიაში“ კომენტარს არ აკეთებენ.