LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა ჯელაძე: კობახიძის ნათქვამს რომ ვეცნობოდი, თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა – ამ ადამიანს უბრალოდ არ უნდოდა, რომ გადავრჩენილიყავით

1331
BeFunky-collage - 2023-08-14T221140.606

მე რომ ირაკლი კობახიძის ნათქვამს ვეცნობოდი, თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა – ამ ადამიანს უბრალოდ არ უნდოდა, რომ გადავრჩენილიყავით, – აღნიშნულის შესახებ შოვის ტრაგედიას გადარჩენილმა ლანა ჯელაძემ ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში, გადაცემაში „სანაია” განაცხადა.

„ჩვენ მაგ ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო“ – ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიის დროს გავრცელებულ ფოტოზე

კობახიძე შოვის ტრაგედიაზე: „ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით, ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა“

მისივე თქმით, კობახიძის განცხადებამ მთელი მათი ოჯახი და ის ადამიანები გაანადგურა, ვინც სტიქიას გადაურჩნენ.

„მთელი ამ დღეების განმავლობაში ვიყავით ჩუმად, მთელი ყურადღება იყო შოვის ტრაგედიაზე და ვფიქრობდით, რომ ხელისუფლება ახლა დაკავებულია იმ ადამიანებით, ვინც მოყოლილები არიან მეწყერში და ჩვენც მთელი ყურადღება იქით გვქონდა გადატანილი, რომ როგორმე ვინმე ცოცხალი ენახათ, ვინმე გადაერჩინათ, ვფიქრობდით, რომ ჩვენ თავს ჩვენ მივხედავდით და ეს ყველაფერი რომ გაივლიდა, მაშინ მოგვხედავდნენ და მოგვიკითხავდნენ მაინც.

იმხელა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, ჩვეულებრივად შეიძლებოდა, რომ ადამიანი ჭკუიდან გადასულიყო. მოკითხვას ველოდით მათგან და საპასუხოდ რა მივიღეთ? ამაზრზენი განცხადება ირაკლი კობახიძის, რომელიც მატყუარებს გვიწოდებს, თავს გვესხმის და თავის მართლება გვიწევს. ამორალურად მიმაჩნია, ვამტკიცოთ ის, თუ როგორ დავაღწიეთ თავი იმ საშინელ ჯოჯოხეთს. კობახიძის განცხადებამ გაგვანადგურა მთელი ოჯახის და ის ადამიანები, ვინც გადავურჩით ამ სტიქიას…

ერთი ზარიც კი არ შემოსულა ხელისუფლებიდან, არ უკითხავთ როგორ ვართ, რა გვჭირდება – მედიკამენტები თუ ფსიქოლოგი. ელემენტარული ყურადღებაც კი არ ყოფილა მათგან, ჩვენც ხმას არ ვიღებდით, ოღონდ იმ ხალხისთვის ეშველათ, ვინც შოვში იყო. სამაგიეროდ, დღეს მივიღეთ თავდასხმა და ვართ თავდაცვის პოზიციაში.

მე რომ ირაკლი კობახიძის ნათქვამს ვეცნობოდი, თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა – ამ ადამიანს უბრალოდ არ უნდოდა, რომ გადავრჩენილიყავით, სხვა ახსნას მე მის ნათქვამს ვერ ვუკეთებდი. ალბათ, უნდოდა, რომ მოვმკვდარიყავით. წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ შეიძლება, ხელისუფლების წარმომადგენლებს ასე არ უყვარდეს ადამიანები და ასე გულგრილად ექცეოდნენ მათ”, – აცხადებს ლანა ჯელაძე.

„ყოველი წამი გადამწყვეტი იყო.. კოტეჯებიდან ადამიანის განწირული ხმა ისმოდა.. ერთი ადამიანი სტვენდა კიდეც თურმე, შველას ითხოვდა“ – ლანა ჯელაძე

ვიდეო: „ვაიმე, დაიღალა საწყალი.. გადმოდი, გადმოდი“ – ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ გადმოდის დამეწყრილ ტერიტორიაზე დავით ჯელაძე ზურგზე მოსული ბავშვით

„გადავიდნენ ჩვეულებრივ ტაქტიკაზე: „გაშავება“. ხალხის გადარჩენა კი არა, დაზარალებულებს ერჩიან..“ – შეფასებები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

„სტიქიის შედეგებთან ერთად ტრაგედიით მოსარგებლეების მიერ გავრცელებულ სიცრუეს თუ მანიპულაციებსაც ვებრძვით.. რომლებმაც, ცალკეულ შემთხვევებში, სტიქიისგან დაზარალებული ადამიანების ნაწილზეც იმოქმედა“ – მამუკა მდინარაძე

„ეს რა თქვი“… „როგორ არ გრცხვენია, ამას რომ ამბობ – ჩემმა ძმამ რამხელა გზა გაიარა მაშოსთან ერთად, რომ ნაპირზე გადასულიყვნენ და ისევ უკან დაბრუნდა ჩვენს საშველად“ – სტიქიას გადარჩენილი და-ძმა ჯელაძეები კობახიძის განცხადებას ეხმიანებიან

„დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო.. მე რომ მეწყერზე გადავდიოდი, ქვემოდან ისმოდა ვიღაც ადამიანის ხმა და ითხოვდა შველას“ – დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები