LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborgini Urus – პირველი SUV იტალიური კომპანიისგან

38

იტალიურმა კომპანია „ლამბორგინიმ“ მწვანე შუქი აუნთო პირველ SUV ტიპის  ავტომობილის წარმოებას. როგორც ირკვევა, კომპანიას სურს კონკურენცია გაუწიოს ისეთ ავტომწარმოებლებს, როგორებიცაა „პორშე“ და „აუდი“, რომლებმაც დიდი ფინანსური მოგება ნახეს SUV ტიპის ავტომობილების წარმოებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ „ლამბორგინის” გაყიდვები 3 ათას ავტომობილს შეადგენს წელიწადში, რაც მინიმალურია, ალბათ მოსალოდნელიც კი იყო ასეთი ნაბიჯი კომპანიისგან.
რაც შეეხება თავად ახალი ავტომობილის კონცეპტს, დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კულუარული ინფორმაციის თანახმად ავტომობილი აღჭურვილი იქნება 6.0 ლ ტურბინიანი ძრავით და გაყიდვაში 2018 წელს ჩაეშვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები