LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini Urus ისლანდიის ულამაზეს გზებზე გამოსცადეს

85

კომპანია Lamborghini-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მისი უახლესი კროსოვერის მოგზაურობაა ასახული. უჩვეულო პროექტი მასშტაბური წამოწყების Avventura-ს ნაწილი გახდა და მისი მიზანი მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული და უჩვეულო გზების შესწავლაა. „ურუსების“ ოჯახის წარმომადგენლებმა ისლანდიაში 900 კილომეტრიანი მარშრუტი რეიკიანესიდან რეიკიავიკამდე გაიარეს. ავტომობილებმა ისლანდიის სამხრეთ სანაპირო, შავი პლაჟი და ულამაზესი მთები დალაშქრეს. მოგზაურობის ერთ-ერთი მიზანი ყველგანმავალის ახალი რეჟიმის Terra-ს დემონსტრირებაც იყო.

შეგახსენებთ, რომ Lamborghini-ს პირველი კროსოვერი 4,0 ლიტრის მოცულობის ტვინ-ტურბო V8 ძრავითაა დაკომპლექტებული და 650 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0-დან პირველ „ასეულს“ ავტომობილი 3,6 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები