LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini Polo Storico-ს ცენტრის სპეციალისტებმა მორიგი შედევრი შექმნეს

41

Lamborghini  26 წლის შემდეგ პირველად – ტრეკზე ფორმულა-1-ის minardi-ს დააბრუნებს. Lamborghini Polo Storico-ს ცენტრის სპეციალისტებმა, რომლებიც კლასიკური ავტომობილების გაცოცხლებით არიან დაკავებულნი, მორიგი შედევრი შექმნეს. მათ ფორმულა-1-ის ბოლიდს, რომელიც ტრასაზე პირველად 1992 წელს გამოვიდა – მეორე შანსი მისცეს. სპორტქარს, რომელსაც 12 ლიტრის მოცულობის ძრავი აქვს – მთელი 7 თვის განმავლობაში აახლებდნენ და მას პირვანდელი ფორმა დაუბრუნეს, აღადგინეს ყველა ტექნიკური დეტალი და აგრეგატი. სპეციალისტებმა მხოლოდ საწვავის ავზი, საბურავები და უსაფრთხოების ღვედები შეცვალეს. დანარჩენი დეტალები კი, მათ შორის 700 ძალის მქონე ძრავი სრული სიზუსტით შეინარჩუნეს და აღადგინეს. როგორც კომპანიაში დააზუსტეს, ძრავმა ძველებური სიძლიერეც კი იდეალურად შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ რესტავრაციის შემდეგ ბოლიდმა სარბოლო ტრასას 20 წრე დაარტყა და მთელი ამ დროის განმავლობაში არც ერთი ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები