LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini-მ უკანასკნელი ბენზინის ძრავიანი URus-ები გაყიდა

107
lamborghini

კროსოვერი Lamborghini URus  არაჰიბრიდული V8 ძრავით, სრულად გაიყიდა. ასე რომ, ყველგანმავლების S და Performante შესრულებით შეძენა ამიერიდან შეუძლებელია. მსურველებს მოუწევთ, რომ მომავალი წლის ბოლოს დაელოდონ, როცა Urus-ის ჰიბრიდული ვერსია გამოვა ბაზარზე, სიახლე სერიაში ერთადერთი იქნება და კონვეიერზე 2029 წლამდე დარჩება.

ბენზინის Lamborghini Urus V8 აგრეგატითაა აღჭურვილი და 666 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0-დან პირველ 100 კმ-მდე ასეთი კროსოვერი 3,3 წამში ჩქარდება.

თუ როგორი იქნება ჰიბრიდიული Urus ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა ინსაიდერები მას „რვიანს“ უწინასწარმეტყველებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები