LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini-მ მომავლის სუპერქარი წარმოადგინა

78

კომპანია Lamborghini-მ კონცეპტუალური „მომავლის სუპერქარი“ წარმოადგინა, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად შემუშავდა. პროტოტიპს Terzo Millennio ქვია, რაც იტალიურიდან თარგმანში „მესამე ათასწლეულს“ ნიშნავს. მისი ერთ-ერთი განსაკუთრებულობა „თვითგანკურნებადი“ კარბონის ძარაა.

ინჟინერების ჩანაფიქრით, „მომავლის სუპერქარი“ ელექტროძრავებით არის აღჭურვილი: თითოეულ ბორბალში თითო ელექტროძრავია ჩამონტაჟებული, რომლებიც „ინოვაციური სუპერკონდენსატორიდან“ იკვებებიან, ეს უკანასკნელი კი ძარის სტრუქტურაშია ჩამონტაჟებული. აგრეგატების მახასიათებლები და სხვა წვრილმანები არ ხმაურდება. ავტორები აცხადებენ, რომ ნანოტექნოლოგიები საშუალებას იძლევიან ძარა გამოიყენებოდეს როგორც ერთი დიდი აკუმულატორი, ასევე მისგან შესაძლებელია  „თვითაღდგენადობის“ მიღება.

Lamborghini Terzo Millennio – ეს არის არა წინა სერიული მოდელი, არამედ ეს არის ტექნოლოგიების დემონსტრირება, როლებიც შესაძლოა უახლოეს მომავალში სერიულ ავტომობილებზე გამოჩნდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები