LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini–ი განახლებულ Aventador-ს წარმოგვიდგენს

16

კომპანია Lamborghini–ი განახლებულ სუპერქარს Aventador-ს წარმოგვიდგენს. ახალი მოდელი სატესტო ჩვენებებზე უკვე გამოჩნდა. მოდელის მსოფლიო პრემიერა, როგორც მოსალოდნელი იყო, პარიზის მოტორშოუზე შედგება. Lamborghini-ის ახალი ,,ლამაზმანის’’ ჯაშუშური ფოტოები პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე, გამოცემა Carscoop-მა ინტერნეტით გაავრცელა.

ფოტოების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ უახლესი სუპერქარი Aventador-ი განახლებულ ბამპერებსა და დიზაინს მიიღებს. მოდელს ექნება განახლებული შასსი და მულტიმედიური სისტემა.

ახალი ავტომობილი აღჭურვილი იქნება 12 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც 6.5 ლიტრის ტევადობისაა. აგრეგატი 700 ცხენის ძალის სიმძლავრითაა აღჭურვილი, რომლის წრიული ბრუნვაც 690 ნმ-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები