LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini Huracan მილიონი სვაროვსკის კრისტალით მორთეს

37

ლონდონში სუპერქარი Lamborghini Huracan შენიშნეს, რომელსაც 1,3 მილიონი სვაროვსკის კრისტალი ამშვენებს. ავტომობილი დიზაინერ დარია რადიონოვას ეკუთვნის. ავტომობილზე ბრიტანულმა კომპანიამ Vinceri იზრუნა, ფოტოები კი ინსტაგრამში გავრცელდა.

წინათ რადიონოვას წინა თაობის Mercedes-Benz CLS 350 ეკუთვნოდა, რომელიც ერთი მილიონი სვაროვსკის ქრისტალით იყო დაფარული. ავტომობილის დეკორირებას რამდენიმე ადამიანი და ორი თვის განმავლობაში დღეში 12 საათი დასჭირდა.

CLS-ს გასალამაზებლად 35 000 ფუნტი სტერლინგი დასჭირდა. ავტომობილი eBay-ზე 154 000 ფუნტად გაიყიდა. რა დაჯდა Huracan-ზე მუშაობა, უცნობია.

რადიონოვას ინსტაგრამზე ასევე არის Bentley Continental GT-ის ფოტოც, რომელიც ნაწილობრივ არის თვლებით დაფარული, სავარაუდოდ, ეს ავტომობილიც უკვე გაყიდულია.

სრულ ამძრავიანი კუპე Lamborghini Huracan 5,2 ლიტრის მოცულობის V10 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 610 ცხენის ძალას ავითარებს. ნულიდან ას კილომეტრს კუპე 3,2 წამში კრებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ აქვს.

ბრიტანეთში მოდელი 180,7 ათასი ფუნტი სტერლინგი ღირს.

 

https://motor.ru/news/huracawarovski-03-01-2018.htm

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები