LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini Huracan-ის პირველი მფლობელი 14 წლის ბიჭი გახდა

42

კალიფორნიაში, ქალაქ ლა-კანიად-ფლინტრიჯის მაცხოვრებელი, 14 წლის სკოლის მოსწავლე სტივენ აგაჰანი სარბოლო Lamborghini Huracan Super Trofeo Evo-ს პირველი ამერიკელი მფლობელი გახდა. სტივენი 7 წლის ასაკიდან პროფსიონალურად არის დაკავებული კარტინგით და მონაწილეობს ნაციონალური ავტოსპორტის ასოციაციის რბოლებში.

განახლებული Huracan აღჭურვილია ატმოსფერული 5.2 ლიტრის მოცულობის ძრავით, რომელიც 620 ცხენის ძალას ავითარებს. აგრეგატი ექვს საფეხურიან სეკვენტალურ კოლოფს Xtrac ერწყმის. იტალიურ ქალაქ მონცასთან მდებარე ავტოდრომზე წრეს Huracan Super Trofeo Evo ერთ წუთსა და 46,3 წამში გადის – რაც წინამორბედზე მთელი 1,5 წამით სწრაფია.

აშშ-ში ავტომობილის ფასი 295 000 დოლარიდან იწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები