LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini Centenario – ტრადიციებისა და ინოვაციების იდეალური შერწყმა (ფოტო+ვიდეო)

36

2016 წელი, ეს გახლავთ ფერუჩიო ლამბორგინის მეასე საიუბილეო წელიწადი. ადამიანი, რომელმაც სუპერქარების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი დაარსა, 100 წლის გახდებოდა. სწორედ ამ თარიღს მიუძღვნა კომპანიამ Lamborghini უახლესი მოდელი Centenario, რომლის პრემიერაც ჟენევის ავტოშოუზე გაიმართა…

იტალიელების ახალი ავტომობილი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და უნიკალურია მათი სუპერქარების ისტორიაში. ძრავის სიმძლავრე 770 ცხენის ძალაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ 1500 ცხენისძალიანი Bugatti Chiron-სა და Koenigsegg Ragera-თან შედარებით, ბევრად სწრაფია, რაც 0-დან 100კმ/სთ-მდე 2,8 წამში აჩქარებით გამოიხატება.

Centenario-ს კაპოტქვეშ V12 ტიპის ჰიბრიდული ძრავია მოთავსებული, თუმცა, მისი სისწრაფე სართო მასისგან გამომდინარეობს. ავტომობილის შასის ძირითადი ნაწილი კარბონის დეტალებისგან იქნა დამზადებული, რამაც სუპერქარს დაუჯერებელი შესაძლებლობები მისცა.

უახლესი სუპერქარი იტალიელებისთვის ინოვაციებისა და ტრადიციების იდეალურად შეხამების მაგალითია, მისი ფასი 1,75 მილიონ ევროს შეადგენდა. 40 ეგზემპლარიდან, რომელიც 20 კუპესა და 20 როდსტერს მოიცავდა, უკვე გაიყიდა…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები