ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მარტინ ო’ნილის ხუმრობას ბევრი სავარაუდოდ სექსისიტურად ჩათვლის.
ირლანდიის ნაკრების თავკაცს ჰკითხეს, მისცემს თუ არა ფეხბურთელებს ევრო 2016-ზე ცოლებისა და მეგობარი გოგონების ნახვის უფლებას.
”ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად გამოიყურებიან გოგონები, თუკი ისინი რეალურად სიმპატიურები არიან, მაშინ კეთილი იყოს მათი მობრძანება. შეუხედავებს კი ვშიშობ, ვერ შემოვუშვებ” – ციტირებს ო’ნილს ВВС.
ევრო 2016-ის ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიელები ბელგიელებს, იტალიელებსა და შვედებს შეხვდებიან.
მანამდე უელსის მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა მოთამაშეებს ჯგუფურ ეტაპზე მეუღლეებოს ნახვა აუკრძალა.