აშშ-ში მცხოვრები ქართველი, ლალი შერაზადიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელიც ჰოლივუდშია გადაღებული და წერს, რომ საახალწლოდ იქ ზედმეტი ნათურაც კი არ ანთებულა.
„ყოველდღე ვუყურებ თქვენს სთორებში და პოსტებში საახალწლოდ მორთულ თბილისს. უდავოდ ლამაზი და ზღაპრულად მშვენიერია, თუმცა…
აქ, ჰოლივუდში ერთი ზედმეტი ნათურაც კი არ ანთებულა, (მაღაზიის ვიტრინებს თუ არ ჩავთვლით) არადა ჰოლივუდია, პომპეზურობის ცენტრი უნდა იყოს წესით.
უფრო მეტიც, დღეს „ბევერლი ჰილსში“ ვიყავი. „ბევერლი ჰილსი“ იცით, რა უბანია? სახლების ფასი 2 მილიონიდან რომ იწყება და 150 მილიონამდე ადის, ფერარები ისეთივე სიხშირით რომ დადიან, როგორც თბილისში BMW-ები და ყოველ მეორე ქალს ჰერმესის ორიგინალი ჩანთა რო უჭირავს ხელში. ყოველთვიურად ათასობით დოლარს იხდიან ბევერლი ჰილსელები ქალაქის ბიუჯეტში მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სახლი ამ უბანში დგას, მაგრამ საახალწლო განათებებით არც მაგათთვის მოუკლავს თავი ქალაქის ხელმძღვანელობას. ამ ცაში გამოკიდებულ თოვლის ბაბუას თუ არ ჩავთვლით, როგორიც იყო, ისევ ისეთია ბევერლი დრაივი.
ლოს ანჟელესის წლიური ბიუჯეტი არის 10.5 მილიარდი დოლარი ანუ 33.9 მილიარდი ლარი, თბილისის კი 1.02 მილიარდი ლარი, მაგრამ საახალწლო განათებებზე თბილისი უფრო იხარჯება რატომღაც.
სამაგიეროდ, ლოქდაუნი გამოცხადდა თუ არა, სამსახურდაკარგულ ხალხს ისეთ კომპენსაციებს უხდიდა კალიფორნიის შტატი, რომ ჩემ გარშემო ბევრმა თქვა, სულ სახლში ვიჯდები დიდი სიამოვნებით, ხელფასზე მეტი შემოსავალი ახლა მაქვსო.
დედაქალაქის ბიუჯეტი „ინსტაგრამ სთორების“ გალამაზებაზე არ უნდა იხარჯებოდეს მაშინ, როცა ხალხი მშიერია!“