LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაივები, საკონცერტო ჩანაწარები, ფოტოები და გამოუქვეყნებელი ჩანაწერები – Pink Floyd-ის ბოქს-სეტი გაყიდვაშია

93
page

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდი, 15 სტუდიური ალბომით და უამრავი რეკორდით, –  ფსიქოდელიური ბრიტანული ჯგუფი, რომლის ალბომმა, The Dark Side of the Moon „ბილბორდის“ ჩარტების სათავეში რეკორდული დრო, 943 კვირა დააფიქსირა – ეს ეპოქალური მუსიკალური კოლექტივი  Pink Floyd-ია.

ჯგუფმა, 54 წლის განმავლობაში უამრავი ცვლილება და გარდაქმნა განიცადა, თუმცა, მაინც მოახერხა ძირითადი იდეა შეენარჩუნებინა.

სულ ცოტა ხნის წინ, ეპოქალურმა მუსიკალურმა კოლექტივმა 18-დისკიანი ბოქს-სეტი The Later Years გაავრცელა, რომელშიც როჯერ უოტერსის შემდგომ პერიოდში შექმნილი კომპოზიციების განახლებული, რემიქს ვერსიებია წარმოდგენილი. აუდიოვიზუალურ ნამუშევარში  ლაივ ჩანაწერები, საკონცერტო ფილმები, ფოტოები და გამოუქვეყნებელი ტრეკებია თავმოყრილი.

Pink Floyd-ის ბოქს-სეტის შეძენა 13 დეკემბერიდან არის შესაძლებელი. მისი ფასი 408 აშშ დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები