LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაიქები არ არის საკმარისი, ჩემო მეგობრებო.. ეს მაინც უნდა შევძლოთ ყველამ ერთად – პაატა ბურჭულაძე მიმართვას ავრცელებს

316
პაატა-ბურჭულაძე

ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში მეგობრებს მიმართავს კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ დასახმარებლად.

მისი თქმით, ფონდი „იავნანა“ ყველას გვაძლევს შესაძლებლობას, რითაც შევძლებთ ბავშვებს დავეხმაროთ.

„ლაიქები არ არის საკმარისი. ჩემო მეგობრებო, გთხოვთ ყველამ გააზიაროთ!
ჩემიანი და სხვისიანი ბავშვი არ არსებობს, საქართველოში ყველა მათგანი ჩვენი მისახედია. ჩვენი სირცხვილია, რომ ყოველ წელიწადს უფრო და უფრო მძიმდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობა, საქართველოში არიან ბავშვები, ვისაც პირდაპირი გაგებით შიათ, განსაკუთრებით რეგიონებში.

ფონდი „იავნანა“ ყველას გვაძლევს შესაძლებლობას ცოტათი თუ ბევრით, რითაც შეგვიძლია ბავშვებს დავეხმაროთ. ეს მაინც უნდა შევძლოთ ყველამ ერთად, რომ საახალწლოდ არც ერთ მათგანს არ შიოდეს, ამაში მაინც უნდა გავერთიანდეთ მთელი ერი და ვერავინ ვერ უნდა შეძლოს ჩვენი გაყოფა.

ნუ გადადებთ ხვალისთვის!
შედეგებს შეგატყობინებთ
ა.(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“
თიბისი ბანკი
GE17TB7313236020100007 (ლარი, დოლარი, ევრო)
ირინა აბჟანდაძის ფოტო „იავნანას“ არქივიდან.“ – წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები