LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაიმა ვაიკულე უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდის: „გაჩერდით! გევედრებით!“

1778
laima

რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავი ლაიმა ვაიკულე ავრცელებს ვიდეომიმართვას, სადაც უკრაინაში ომის დასრულებას ითხოვს. წარმოშობით ლატვიელმა მსახიობმა და მომღერალმა წარმატებას რუსულ ესტრადაზე მიაღწია.

ლაიმა ვაიკულე ვიდეოში ამბობს:

„ჩემს ამბავს გაგიზიარებთ – ჩემს მუსიკოსს დავურეკე, რომელიც კიევში, თავშესაფარში, ბნელ შენობაშია, მასთან ერთად ბავშვები არიან. მე მას ყველანაირი დახმარება შევთავაზე, ვუთხარი, რა გავაკეთო შენთვის და ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი. მან მიპასუხა, ლაიმა, მხოლოდ გაიღიმეთ, რომ ჩემი ხსოვნა დარჩესო. არა ომს! არა სიკვდილს! გაჩერდით, გევედრებით!..“